Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მუშაობის შეჩერებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანზიაცია Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტზე მუშაობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანზიაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, საკანონმდებლო შესწორება LGBTI-პირების წინააღმდეგ დისკრიმინაციას წარმოადგენს.

“ქორწინების საკონსტიტუციო განსაღვრების შეზღუდვით, შესწორება პირდაპირ ახორციელებს დისკრიმინაციას LGBTI-პირების წინააღმდეგ, რომლებიც ცხოვრობენ ან სურთ ცხოვრება ერთსქსეიან კავშირში, უარყოფს მათი ოჯახური ცხოვრების, ოქრწინების, ქორწინებასთან დაკავშირებულ ყველა ეკონომიკურ და სოციალურ უფლებას”, – ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანზიაციის განცახდებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ერთსქესიან პარტნიორებს ქორწინების უფლება არ აქვთ, თუმცა ერთსქესიანი ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვა გაართულებს ვითარებას.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ეწინააღმდეგება ერთსქესიანი ქორწინების თანასწორობის აღიარების გლობალურ ტენდენციასთან.

Amnesty International მოუწოდებს მმართველ კოალიციას “ქართულ ოცნებას”, უკან გაიხმონ კანონპროექტი და პატივი სცენ, დაიცვან და შეასრულონ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება განურჩევლად სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა.

banner
წინა სტატიაში(video)ვართ თუ არა დაცულები
შემდეგი სტატიააკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორის გადაყენების საკითხზე იმსჯელეს