Amnesty International – ქორწინების განსაზღვრა და ლგბტ პირთა უფლებები საქართველოში

Amnesty International-ის ანგარიშში ლგბტ პირთა უფლებები მოხვდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ახალი კონსტიტუციით, ქორწინების შესახებ მუხლს, რომელიც ადგენს, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“, ქორწინების განმარტება დაემატა, რომელიც განისაზღვრა, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ყოველგვარი სამართლებრივი აღიარების გარეშე რჩებიან.
„25 აგვისტოს, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, პოლიციამ ორი ლგბტი აქტივისტი დააკავა. აქტივისტებმა მათ მიმართ ძალადობა და „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ საფუძვლით მათი დაკავება გააპროტესტეს. აქტივისტების განცხადებით, პოლიციელებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აგვისტოში აქტივისტების საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული“, – ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International-ის ანგარიშში „რუსთავი 2“-ის საქმე მოხვდა
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს