“ამის რეფორმებად მონათვლა არის ცინიზმი”- ოთარ კახიძე პრემიერს პასუხობს

საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის განხორციელებას.

“ენმ”-ს ერთ-ერთ ლიდერი ოთარ კახიძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა კვლავ ხელისუფლებაზეა მორგებული.

„ამის რეფორმებად მონათვლა არის ცინიზმი, ვინაიდან ეკონომიკა არის გაჩერებული და შემოსავლების მობილიზებას ვერ ახდენს, რომ კვებოს თავისი გაზრდილი ბიუროკრატია და ფუფუნება საკუთარი გარემოცვის. ამისთვის მათ ხალხს, რომელიც ისედაც გაღარიბებულია, კიდევ უფრო მეტად უდნა წაართვან შემოსავლები,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშიდღეს ევროკავშირის საბჭოს მუმდივი წარმომადგენლები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიადადასტურდა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ევროპის პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხია – მიხეილ ჯანელიძე