ამირან სალუქვაძე: “პარტიას შიში აქვს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით”

ამირან სალუქვაძე:

ნაცებირა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, გიორგი ვაშაძის წასვლა, ისევე როგორც ზურაბ ჯაფარიძის, მათთვის დიდი დანაკარგია.

დანაკარგია არა იმდენად ინტელექტუალური თვალსაზრისით, არამედ ისინი უფრო განახლებულ სახეებად ითვლებოდნენ.

ეს არ ნიშნავს, რომ მე მათ ინტელექტს ვუწუნებ. პირიქით, ზურაბ ჯაფარიძე ძალიან კარგი ეკონომისტია, თუმცა მის ანალიზში ყოველთვისაა პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი, რაც მისთვისაა წამგებიანი. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ის ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი, მეტიც, საჯარო სერვისების რეფორმების გენერატორი იყო.

ჩემი სიტყვები ობიექტურად უნდა მიიღოს ყველამ, რადგან პარტიების მიმართ ჯერ-ჯერობით გულგრილად ვარ.

რატომღაც, ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ყველა პარტიას ერთი ცუდი რამ ახასიათებთ: ჯერ შიდაპარტიულ მოწყობაზე ფიქრობენ და შემდეგ ფიქრობენ ხალხის განწყობებზე. არადა პირიქით უნდა იყოს, – ხალხის განწყობებზე უნდა ააწყონ ძირითადი სტრატეგია.

ჰოდა, თუ ხალხის (არ ვგულისხმობ მთელ საქართველოს) განწყობებით ვიმსჯელებთ, ბატონი ვაშაძე სიის ათეულშიც უნდა ყოფილიყო და ხუთეულშიც.

გიორგი ვაშაძე როცა ნაციონალურმა მოძრაობამ საჯარო სამსახურში მოიყვანა და წარმატებული რეფორმების გამო ძალიან სწრაფად ააფრინა საკარიერო პირამიდაზე, მაშინ უნდა ცოდნოდათ, რომ წლების შემდეგ მომწიფდებოდა ლიდერობისთვის.

სამი გზაა: ერთი დემოკრატიული, როცა პარტიის შიგნით კადრები იზრდებიან და მათ ლიდერობის შანსი აქვთ. მეორე, ნახევრადდემიკრატიული, როცა გარკვეულ დონემდე ყველა იზრდება, მაგრამ ათეულში (პირობითად) ყველა ვერ მოხვდება. მესამე, არადემოკრატიული, როცა არის ერთი უკვდავი ლიდერი და იმის ქვემოთ საერთო მასა.

ამიტომ, თუ ვიმსჯელებთ ნაციონალური მოძრაობის ვერსიით, რომ გიორგი ვაშაძე ათეულში ვერმოხვედრის გამო გაიბუტა და წავიდა, მისი ათეულში არმოხვედრა პარტიის შეცდომად მიმაჩნია.

ეს ვერსია მიუთითებს, რომ პარტიას შიში აქვს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, თორემ ძველი ავტორიტეტები უფრო ქვედა ეშელონებში ჩაეწერებოდნებ, ხოლო შედარებით ახალ სახეებს და რეფორმატორებად მიჩნეულ წევრებს სიის სათავეში ჩააყენებდნენ.

დააკვირდით ,მე საერთოდ არ განვიხილავ, ბატონი ვაშაძის ვერსიას მისი წამოსვლის შესახებ. აღარ აღვწერ თუ რატომ არ განვიხილავ. არც იმ ვერსიას განვიხილავ, რომ შეგნებულად იშლებიან, რათა არჩევნებს ფართო ფრონტით შეუტიონ და მერე შეიკრიბონ ისევ.

ამირან სალუქვაძე, ბრიგადის გენერალი

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა პოლონეთს კონსტიტუციის დღე მიულოცა
შემდეგი სტატია,,გიგა ბოკერიას “ნაციონალური მოძრაობისთვის” თავისი ფასი აქვს, მაგრამ ლიდერის ქარიზმა რომ არ აქვს, ფაქტია