ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ოქტომბერი 15, 2017 12:29

ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია

აზიური ფაროსანა აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, ის არ იკბინება და არ გადააქვს არავითარი ინფექცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აზიურმა ფაროსანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით წელს, ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მწერი, ბაღლინჯო, ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს. ის არ კბენს ადამიანს და ცხოველს, არ გადაქვს არავითარი ინფექცია, თუმცა გაჭყლეტის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი, რომელიც ამ მწერისთვის დამცავი მექანიზმია სხვა მწერების წინააღმდეგ. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ის საშიში არ არის, თუმცა როდესაც სახლში დიდი რაოდენობითაა ეს მწერი, რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნოა და ბევრ უხერხულობას ქმნის. რადგან აციების წინ ხდება მათი მიგრაცია გარედან შიგნით, სასურველია, რომ გამოყენებული იქნას ის მექანიკური დაცვის საშუალებები, რაც ამ დროს რეკომენდირებულია. სასურველია მოსახლეობამ იხმაროს მექანიკური დაცვის საშუალებები – ეს არის ბადეები, ხვრელების ამოვსება, მტვერსასრუტი, საპნიანი წყალი, რომელზეც ნათურაა დამაგრებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ქიმიური საშუალებები შეისწავლეს და დაახლოებით, 7 სადეზინფექციო საშუალება შეირჩა, რომელთა ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
მისივე თქმით, მწერის საწინააღმდეგო ქიმიური საშუალების გამოყენებისას ადამიანი უნდა დარწმუნდეს, რომ შერჩეული პრეპარატის მოხმარება დასაშვებია შენობაში, მოქმედებს აზიურ ფაროსანაზე (მითითებულია, რომ მოქმედებს ბაღლინჯოზე) და უნდა დავიცვათ მწარმოებლის მიერ მითითებული უსაფრთხოების წესები.
რაც შეეხება იმას, შეაფერხა თუ არა აზიურმა ფაროსანამ სასწავლო პროცესი, ამირან გამყელიძის განცხადებით, მასობრივად – არა.
„რამდენიმე სკოლიდან გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სადეზინსექციო სამუშაოები. ეს ეხება აჭარაში არსებულ ორ სკოლას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ოქტომბერი 15, 2017 12:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics