ამინა ოკუევას მეუღლის ადამ ოსმაევის პირველი კომენტარი (ვიდეო)

ადამ ოსმაევი

ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლი ქალის ამინა ოკუევას მკვლელობაზე პირველ კომენტარს მისი მეუღლე, თავდასხმის დროს დაჭრილი ადამ ოსმაევი აკეთებს.
ოსმაევის განცხადებით, თავდასმხმის დროს მანქნაში მხოლოდ ორი ისხდნენ, ის და მისი მეუღლე. ,,სახლში ვბრუნდებოდით. მანქანას მე ვმართავდი. რა ხდებოდა მაშინ მივხდი, როდესაც ჩემს გარშემო ყველაფერი იშლებოდა და ცვიოდა. ეს იყო თავდასხმა ჩვენზე ორივეზე. ისინი მე ჯერ კიდევ არ მიცნობენ კარგად. მას ტყვია თავში მოხვდა.მე რამდენადაც შემეძლო განვაგრძნე მანქანით გზა,თუმცა მაქანის ძრავასაც მოხვდა ტყვიები და გაჩერდა. ვეცადე პირველადი დახმარება გამეწია, თუმცა ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი და უცბად მოკვდა,, აცხადებს ჩეჩენი მეომარი.
კითხვაზე – აკავშირებთ თუ არა ამ თავდასხმა თქვენზე ადრე განხორციელებულ თავდასხმასთან და რუსულ კვალთან, ოსმაევი პასუხობს. ,,რა თქმა უნდა… ეს იმისი გაგრძელებაა და რა თქმა უნდა ეს რუსული კვალია. ის იგივე სახის თავდასმა იყო რაც მასიიჩუკზე. აქ მოქმედებს ტერორისტული ჯგუფი,,

https://youtu.be/WzovGXVRP2k

banner
წინა სტატიაშიოკუევას მკვლელობა პუტინის მოსაწვევია ,,ახალ სამყაროში,,
შემდეგი სტატიასომხეთში მძევლად აყვანილი სამი წლის ბავშვი გათავისუფლებულია (ვიდეო)