ამგვარი თავდასხმები ვერ გატეხს თურქი ხალხის სიმტკიცეს და ურყევ ნებისყოფას

ამგვარი თავდასხმები ვერ გატეხს თურქი ხალხის სიმტკიცეს და ურყევ ნებისყოფას

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეფკან ალა:

ala

„ ანკარაში, კიზილაის რაიონში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე უამრავი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა. სწორედ მათ წინააღმდეგ იყო მიმართული ჩადენილი ტერაქტი, რომელიც განხორციელდა სატვირთო ავტომანქანიდან. ჩვენი ერი გმობს ტერორისტულ აქტს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ტერაქტების ორგანიზატორები და შემსრულებლები ვერასდროს მიაღწევენ თავიანთ მიზნებს. ჩვენ გადაგვიტანია ბევრი სიძნელე და ამგვარი თავდასხმები ვერ გატეხს თურქი ხალხის სიმტკიცეს და ურყევ ნებისყოფას.ტერაქტის უკან მდგომი პირებისა და ორგანიზაციის დასახელება საბოლოო ანალიზის შემდეგ გამოცხადდება. ვფიქრობ, ხვალისთვის გამოძიება დასრულდება და გაკეთდება სპეციალური განცხადება.“-განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ.

banner
წინა სტატიაშიბოროტებასთან ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს და კოლეგას მიმართავს.