ამერიკულმა პოლიციამ შავკანიანების საუკუნოვანი დაჩაგვრის გამო ბოდიში მოიხადა

პოლიციის ხელმძღვანელების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ტერენს კანინგემმა შავკანიანების წინაშე ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ პოლიცია წლების მანძილზე დევნიდა მათ და ამით რასობრივი ნიშნით შავკანიანების დისკრიმინაციას ახდენდა – დღეს The Washington Post-მა გამოაქვეყნა.
“რადგანაც ჩვენ წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია, ცხადია, რომ მომავალი უნდა შევცვალოთ. ჩვენ ის გზა უნდა გავაგრძელოთ, რომელიც ისტორიის მარწუხებიდან ამოგვიყვანს და ერთად ვიმუშაოთ, რომ საზოგადოების უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნება შევძლოთ”. პირველ ნაბიჯად, განაცხადა პოლიციელმა, მას უნდა რომ აღიაროს და ბოდიში მოიხადოს წარსულის გამო, რომლის დროსაც შავკანიანებისა და ფერადკანიანების დისკრიმინაცია ხდებოდა.
ასოციაციის ყრილობა სან-დიეგოში მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე ხნის წინ 30 წლის შავკანიანი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : მთავრობამ და ცესკომ ყველაფერი გააკეთეს რათა 5%-იანი ბარიერი გადაელახა ღიად პრორუსულ ძალას