ამერიკულმა მედიამ გამოსამშვიდობებელი “ბრექსით”-პლეილისტი შეადგინა

NBC News-მა “გამოსამშვიდობებელი სიმღერების” პლეი-ლისტი შეადგინა იმ შემთხვევისთვის, თუკი ბრიტანეთის რეფერენდუმზე ხალხი ევროკავშირიდან გასვლას მისცემდა ხმას – დღეს ამერიკული ტელეარხის საიტზე წერენ.
“ნებისმიერ სერიოზულ დაშორებას რაღაც საუნდტრეკი უხდება, ევროკავშირი-ბრიტანეთის დაშორებაც გამონაკლისი არ არის” – წერია მასალაში.

პლეილისტში 11 კომოოზიცია შევიდა, მათ შორის Anarchy in the U.K.(Sex Pistols), Leaving on a Jet Plane (John Denver), It’s the End of the World as We Know It (R.E.M.) და All By Myself (სელნ დიონი).

შეგხსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც ხმათა 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიFox News-მა შეცდომით ბრიტანეთის გაეროდან გამოსვლაზე აცნობა “ტვიტერის” მომხმარებელს
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი ნანა ლეჟავაზე: „ეს არის გოგო, რომელმაც შეიძლება, ყველაფერი იკადროს!“