ამერიკულმა დაზვერვამ დაუშვა, რომ რუსეთი ათობით ქვეყნის არჩევნებში ჩაერია

რუსეთს 20-ზე მეტი ქვეყნის არჩევნებში შეეძლო ჩარევა – ასეთი აზრი გამოთქვა აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპპერმა დღეს სენატში გამოსვლისას.
“შესაძლებელია ეს ორ ათეულზე მეტი ქვეყანაა” – კლეპერმა უპასუხა შეკითხვაზე, ერევა თუ არა რუსეთი სხვა ქვეყნების არჩევნებში. ამასთანავე, დირექტორს არ დაუკონკრეტებია ქვეყნები.
მან დარწმუნებით თქვა, რომ აშშ-ს არჩევნებში ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი კიბერშეტევებს გააგრძელებდა, რადგანაც რუსი ოფიციოზი მის ოპონენტს, დონალდ ტრამპს უჭერდა მხარს.

banner
წინა სტატიაშიაშშ პან გი მუნის ძმას და ძმისშვილს ქრთამის საქმეში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიაპარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების მსხვერპლთა ნათესავები “ტვიტერს” უჩივიან