ამერიკულმა ბომბდამშენებმა ჩრდილოეთ კორეას გადაუფრინეს

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს საჰაერო ძალების ბომბდამშენებმა და ავიაგამანადგურებლებმა გუამისა და ოკინავას კუნძულებიდან, ჩრდილოეთ კორეის სანაპიროს დემილიტარიზებული ზონას გადაუფრინეს.


გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანის წინააღმდეგ დემონსტრაციულ ქმედებებში B-1B Lancer და F-15C Eagle-ს სისტემის თვითმფრინავები მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეის საჰაერო საზღვრის მსგავსი დარღვევა 21-ე საუკუნეში პირველად მოხვდა და ეს აქცია, ამერიკული მხარის ინფორმაციით, მიზნად ისახავდა ფხენიანის გაფრთხილებას, რომ აშშ მზადაა ჩრდილო კორეის ნებისმიერ ,,გაუაზრებელ,, ნაბიჯს წინ აღუდგეს.
პენტაგონის განცხადებით, ამ აქციით აშშ-მ აჩვენა რომ მას ძალიან ბევრი საშუალება აქვს ფხენიანის ნებისმიერი მუქარის დასამარცხებლად. ,,ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მთელ არსენალი, რათა დავიცვათ აშშ და მისი მოკავშირეები,, აცხადებენ პენტაგონში.

banner
წინა სტატიაშიშსს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ცემას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიარას უპირებს სააკაშვილი უკრაინელ მოსამართლეებს