ამერიკული პრესა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესვლას ეხმაურება

konkresi„შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე ორპარტიული რეზოლუცია შევიდა. კონგრესში რეზოლუცია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, რესპუბლიკელმა ტედ პომ (ტეხასის შტატი) და დემოკრატმა ჯერალდ კონოლიმ (ვირჯინიის შტატი) – შეიტანეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რეზოლუციის ინიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი“ – ამის შესახებ ამერიკული რადიოსადგურის „Radio Voice of America“ – ს მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამი.

„რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ უკანონო ქმედებებს: სამხედრო ინტერვენციას, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ოკუპაციის ხაზთან ქმედებებს. რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს უარი თქვას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და მის მიერ წარმოებულ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, გადადგას ნაბიჯები საქართველო- რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციას კი რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს, მათ შორის საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა სფეროში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, მოწოდება კეთდება საქართველოს უსაფრთხოების, ერთობლივი სამხედრო წვრთნების და საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდების გზით თანამშრომლობის გაზრდის მიმართულებითაც, რაც ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გაძლიერებას, ასევე სტაბილურობას მთელ რეგიონში“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

„ნიუსპრესი“

banner
წინა სტატიაში“ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა”
შემდეგი სტატია“ეს შენ გეხებას” წევრები ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში იკრიბებიან