ამერიკული დაზვერვა რუს ჰაკერებთან დაკავშირებით განგაშს აცხადებს

Time-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ამერიკული დაზვერვის წყაროებს ეყრდნობა, რუსმა ჰაკერებმა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა Twitter-ის ანგარიშებზე, მარტის თვეში სერიოზული შეტევა მიიტანეს.
დაზვერვის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, რუსული სპეცსამსახურები ამერიკელი პოლიტიკოსების პირადი ელ-ფოსტის პრიმიტიული მეთოდებით მტვრევიდან, უფრო რთულ, სოციალური ქსელის ექაუნთების გატეხვაზე გადავიდნენ.
ჰაკერებმა, რომელთა რესურსები რუსულ სერვერებზეა განთავსებული, პენტაგონის 10.000-მდე თანამშრომლის Twitter-ის გვერდზე გააგზავნეს ინფორმაციები სპორტის ახალი ამბების, ,,ოსკარის,, პრემიაზე წარდგენილთა და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით, რომელიც ვირუს შეიცავდა, რომლის გახსნისთანავე რუს ჰაკერებს, პენტაგონის თანამშრომელთა ტელეფონების, კომპიუტერების და Twitter-ის ექაუნთების გაკონტროლება შეეძლოთ.
დაზვერვის ამერიკული წყაროები, გამოცემასთან საუბრისას ადასტურებენ თუ რამდენად საშიშ მოვლენასტან აქვთ საქმე… და როგორი ქაოსის შექმნა შეუძლია მოსკოვს, როდესაც მის ხელში ამერიკელ სახელმწიფო ჩინოვნიკთა Twitter-ის ათასობით მართული ექაუნთი აღმოჩნდება… მაგალითად ტერაქტის, სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების დროს.

banner
წინა სტატიაშიჯაშუშობისათვის გასამართლებული მამაკაცი ციხიდან ქალი გამოვიდა
შემდეგი სტატია(video) ოთარ წოწორია: ჩემი დის საწინააღმდეგოდაა გაკეთებული ყველაფერი