ამერიკული ავიამზიდის Carl Vinson-ის მფრინავმა კატაპულტირება მოახდინა

 გამანადგურებელ F-18-ის მფრინავმა ავიამზიდ Carl Vinson-ზე დაჯდომამდე კატაპულტირება მოახდინა, – იუწყება აშშ-ს თავდაცვის უწყება. ინციდენტი სულავესის ზღვაზე მაშინ მოხდა, როცა გამანადგურებელი ჩვეულ ფრენას ანხორციელებდა და ავიამზიდზე დასაჯდომად ემზადებოდა. პილოტი მალევე იპოვეს, მას დახმარებას მედიკოსები უწევენ. გამანადგურებლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ადრე ფხენიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის აგრესიის შემთხვევაში, Carl Vinson-ს გაანადგურებდა.
banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილს ნატანებიდან ევკალიპტის ჯიშის ხეები გადააქვს
შემდეგი სტატიაბულგარეთში 5 გერმანელი დააკავეს, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოში” გაერთიანებას აპირებდნენ