ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და დამნაშავე პირების პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდა.ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

ელიზაბეთ რუდს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი ითხოვენ, შინაგანი ორგანოების გადმოცემას, რათა სრულფასოვანი გამოძიება ჩატარდეს გარდაცვალების მიზეზების დასადგენად, რაზეც ელჩი მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.
“კიდევ ერთხელ გავიმეორო აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართა
შემდეგი სტატიაგორის რაიონის სოფელ ფლავისმანიდან რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს