ამერიკის კონგრესი დღეს იწყებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, საგარეო-პოლიტიკური კომიტეტი, რამდენიმე საათში, დაიწყებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას.

“როგორც ვაშინგტონიდან ახლახანს გვაცნობეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, საგარეო-პოლიტიკური კომიტეტი,რამდენიმე საათში, დაიწყებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას. აღნიშნული გააძლიერებს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი და ჩაკეტავს კრიმინალურ მილიარდთა შემომავალ არხებს საარჩევნო პროცესში ძალაუფლების საუზურპაციოდ. ჩვენ ვაგრძელებთ სერიოზულ მუშაობას კონგრესმენებთან რათა,ამ დოკუმენტის ფორმატშიც აღინიშნოს ოლიგარქ ივანიშვილის საბანკო ანგარიშთა გაყინვის აუცილებლობა აგრეთვე, მისი არჩევნების გამყალბებელი გარემოცვისათვის სავიზო-ფინანსურ სანქციათა დაწესების აუცილებლობა”,- აცხადებს ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაში“იოჰანეს ჰანმა თავის გამოსვლაში ახსენა, რომ საქართველო შემოდგომაზე აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას”
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი: ახლა ევროკავშირის ჯერია, შეასრულოს თავისი დაპირება