ამერიკის ელჩმა უკრაინაში რევოლუციური მოწოდებები გააკეთა

აშშ-ს ელჩმა უკრაინაში მარი იოვანოვიჩმა, უკრაინულ მედიასთან საუბრისას, უკრაინელ ხალხს, უკეთესი მომავლის მოსაპოვებლად, მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა… ხოლო პრეზიდენტ პოროშენკოს ხელისუფლებას დიპლომატიურ ენაზე აუხსნა თუ რის გაკეთებას ელოდება აშშ და დასავლეთი მათგან.

,,აშშ ეხმარება უკრაინას ქვეყნის აღმოსავლეთით პრობლემების გადაწყვეტაში და რეფორმების განხორციელებაში… თუმცა, ყველაფერი უკრაინელებზეა დამოკიდებული. არ შეიძლება ყველაფერს ჩვენგან ელოდეთ. საბოლოო ჯამში უკრაინელმა ხალხმა უნდა იმოქმედოს… ამიტომ, თუ ხედავთ, რომ ამა თუ იმ სფეროში არ არის პროგრესი, მოგიწოდებთ, რომ იმოქმედოთთ აქტიურად. დაიწყეთ მოქმედებები, რამეთუ უკრაინელებზეა დამოკიდებული თუ როგორი მომავალი ექნება უკრაინას,, განაცხადა აშშ-ს ელჩმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აშშ გულუხვად უჭერდა მხარს უკრაინაში ცვლილებებს და მზადაა კვალ დაეხმაროს უკრაინელ ხალხს.

,,ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ და მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ. მე მეჩვენება, რომ ამერიკელები 25 წელი გულუხვები იყვნენ თქვენს მიმართ და ბოლო 3 წელია განსაკუთრებით გულუხვები არიან. თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა უნდა უკრაინელებს და როგორ წავლენ ისინი წინ,, აცხადებს იოვანოვიჩი.
აშშ-ს ელჩი შეეხო რადასთან მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა საპროტესტო აქციას. მან აქციის მონაწილეების ღირსეულ ქცევას გაუსვა ხაზი და თავად აქციას უკრაინელი ხალლხის უფლება უწოდა. იოვანოვიჩმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ რადასთან მიმდინარე საპროტესტო ტერიტორიაზე მშვიდი გარემო შეინარჩუნოს….
,,რადასთან მომიტინგეებისა და სამართალდამცავების მოქმედება არის კარგი მაგალითი იმისა, , რომ უკრაინელ ხალხს შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლება. ამასთანავე მე ვხედავ თუ როგორ ღირსეულად იქცევიან მომიტინგეები ამ აქციაზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად იყოს, პოლიციამ და სამართალდამცავებმა იმოქმედონ პროფესიონალურად და თავშეკავებით. ,, აცხადებს აშშ-ს ელჩი უკრაინულ მედიასთან.

აშშ-ს ელჩი შეეხო ასევე არჩევნბის საკითხს უკრაინაში… ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი ხელისუფლებისაგან ელოდება სამართლიან არჩევნებს… კიდევ უფრო სამართლიანს – ვიდრე ეს 2014 წელს იყო,, აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.

უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშიბრაიზამ სააკაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატიაავტოავარია ქუთაისში – დაშავებულია 2 ადამიანი