ამერიკელმა ვირტუალურ სივრცეში ყოფნის რეკორდი დაამყარა

ამერიკელმა ვირტუალურ სივრცეში ყოფნის რეკორდი დაამყარა

რეკორდიამერიკელმა დერეკ ვესტერმანმა ვირტუალურ რეალობაში ყოფნის მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ის ხელოვნულ სამყაროში 25 საათი და 2 წუთი ცხოვრობდა. რეკორდი 7 აპრილს დაამყარა, მაგრამ ექსპერიმენტის ქრონიკა გუშინ გამოქვეყნდა The Daily Mail-ი წერს.
„ბევრმა ბევრი საათი გაატარა ვირტუალურ სამყაროში, მაგრამ კონკრეტული გინესი ჯერ არ ყოფილა, და მე მინდა ის დავამყარო“ – განაცხადა მან ექსპერიმენტის დაწყებამდე. ექსპერიმენტისთვია მან HTC Vive-ის შლემი გამოიყენა რომ Tilt Brush-ი ეთამაშა.
ექსპერიმენტის მე-17 საათზე მამაკაცს აღებინა, დასრულებამდე 4 საათით ადრე კი ბოდვა დააწყებინა. „არ ვიცი სად ვარ. კარგი. მგონი ვბოდავ“ – ამბობდა ის, მაგრამ ამის მიუხედავად, მან სათვალეები 25-ე საათზე მოიხსნა და მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.
მთელი თამაშის მანძილზე ვესტერმანს აჭმევდნენ და ასმევდნენ მისი დამხმარეები.

banner
წინა სტატიაშივენესუელა აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასამგორისა და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს