ამერიკელმა სამხედროებმა “ისლამური სახელმწიფოს” ორი მაღალჩინოსანი გაანადგურეს

ავიადარტყმების შედეგად, ამერიკის საჰაერო სამხედრო ძალებმა, ერაყის ქალაქ მოსულში, “ისლამური სახელმწიფოს” ორი მაღალჩინოსანი გაანადგურეს – Reuters-ი პენტაგონის წარმომადგენლის, პიტერ კუკის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, ლიკვიდირებულ იქნა ე.წ. “ომის მინისტრის მოადგილე” ბასიმ მუჰამედ აჰმადი სულან ალ-ბაჯარი და მოსულის სამხედრო კომენტანტი ჰატიმ ტალიბ ალ-ჰამდუნი.
“მათმა სიკვდილმა, გასულ თვეს განხორციელებულ მთელ რიგ საჰაერო ოპერაციებთან ერთად, “ისლამური სახელმწიფოსთვის” კრიტიკული შედეგი გამოიღო” – განაცხადა კუკმა.

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” განსაკუთრებით ძლიერის სირიასა და ერაყში, სადაც სამხედრო ოპერაციებს აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიასულხან მოლაშვილს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ