ამერიკელმა “მაკდონალდსში” ექვსი წლის წინ ნაყიდი “ჰეპპი მილის” ფოტო გამოაქვეყნა

happy

აშშ-ს მკვიდრმა ჯენიფერ ლოვდალმა ექსპერიმენტი ჩაატარა, თუ რამდენი ხანი გაძლებდა “მაკდონალდსში” ნაყიდი საჭმელი. ექსპერიმენტისთვის მან “ჰეპპი მილი” იყიდა და 6 წელი შეინახა.
როგორც ფოტოდან ჩანს, პროდუქტი ისევ ახალივით გამოიყურება.
საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ამერიკელმა დაწერა, რომ რადგანაც “ჰეპპი მილი” არ გაფუჭდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საკვები დიდი ოდენობით ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს.
მისი თქმით, საჭმელი არ გაფუჭებულა, არ დამპალა, უბრალოდ, კარდონის სუნი გაუჩნდა.

“მაკდონალდსის” ქსელი 1940 წელს ძმებმა დიკმა და მაკ მაკდონალდსებმა შექმნეს.

banner
წინა სტატიაშიობამას, როგორც სამხედრო დამნაშავის დასჯას ითხოვენ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა