ამერიკელმა ექიმებმა ტერმინალური სტადიის მკერდის კიბო განკურნეს

ამერიკელმა ექიმებმა ახალი პროცედურების მეშვეობით შეძლეს ქალის გადარჩენა, რომელსაც ტერმინალური სტადიის მკერდის კიბო ჰქონდა. ახალი თერაპიით, ქალის სისხლში 90 მილიარდი იმუნური უჯრედი შეიყვანეს. ორი წის წინ ფლორიდელ ჯუდი პერკინსს ექიმებმა უთხრეს, რომ მას მხოლოდ სამი თვე აქვს დარჩენილი. ახლა მის ორგანიზმში კიბოს კვალიც არ არის.
აშშ-ს კიბოს კვლევის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ამბობს, რომ მკურნალობა, ჯერჯერობით ექსპერიმენტალურია, მაგრამ შესაძლოა ძალიან მალე დადგეს ის დრო, როცა მკერდის კიბოს განკურნავენ.

ჯუდის მკერდის კიბო ტერმინალურ სტადიაში ჰქონდა და ის მალე ვრცელდებოდა – სტანდარტული მეთოდებით მკურნალობა ძალიან გვიანი იყო. ჯუდის ღვიძლში ტენისისბურთისხელა სიმსივნე ჰქონდა, მთელი სხეული კი მეტასტაზებით იყო სავსე. “თერაპიიდან ერთი კვირის შემდეგ შეგრძნებები გამიჩნდა. ვგრძნობდი, რომ ჩემს მკერდში სიმსივნე პატარავდებოდა. კიდევ ერთ კვირაში კი, ის საერთოდ გაქრა” – ყვება ჯუდი. როცა მკურნალობის შემდეგ ტომოგრაფიული სურათი ნახეს ექიმებმა, “თითქმის ყველა დახტოდა” – ჯუდი იხსენებს. ახლა ის დროს მოგზაურობაში ატარებს და კაიაკით სეირნობს.

ახალ ტექნოლოგიას “ცოცხალ წამალს” უწოდებენ. პრეპარატი პაციენტის უჯრედებიდანვე გამოყავთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობლ კვლევით ცენტრში, რომელიც კიბოზე მუშაობს. “ჩვენ ვსაუბრობთ მკურნალობის ყველაზე პერსონალიზირებულ სახეობაზე, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ” – უნივერსიტეტის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი დოქტორი სტივენ როზენბერგი ამბობს. მისი თქმით, ტექნოლოგია ექსპერიმანტალურია და მის ფართო გამოყენებამდე აუცილებელია მეტი ექსპერიმენტის ჩატარება.
ყველა პაციენტის სიმსივნეს გენეტიკის დონეზე სწავლობენ, რომ განსაზღვროს ის მუტაციები, რომლის წყალობითაც ადამიანის იმუნური სისტემისთვის რთულია კიბოს დანახვა.
ჯუდის შემთხვევაში 62 გენეტიკური ანომალია გამოვლინდა, მათგან ოთხი, ექიმებმა გამოიყენეს იმისათვის, რომ სიმსივნისთვის შეეტიათ.
მორიგი ეტაპია ნადირობა. პაციენტის იმუნური სისტემა კიბოს უტევს, მაგრამ აგებს. ამიტომ, ექიმები პაციენტის სისხლში ლეიკოციტებს უკეთებენ ანალიზირებას და გამოყოფენ იმათ, რომლებსაც კიბოსთან ბრძოლა შეუძლიათ. შემდეგ, ლაბორატორიაში, დიდი რაოდენობით მსგავი უჯრედები გამოყავთ. 49 წლის ჯუდის ასეთი 90 მილიარდი უჯრედი შეუყვანეს. “მუტაცია, რომელიც კიბოს მიზეზი გახდა, მისი აქილევსის ქუსლი ხდება” – დოქტორი როზენბერგი ამბობს. ეს ერთი პაციენტის მკურნალობის შედეგია. იმისათვის, რომ მეთოდი დაზუსტდეს, აუცილებელია მომდევნო კვლევები – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში მეათეკლასელმა თავი მოიკლა
შემდეგი სტატიახანძარი გრენფეკ-თაუერში – ექსპერტები უსაფრთხოების კატასტროფულ დარღვევებზე საუბრობენ