ამერიკელი სენატორები ტრამპის გადაწყვეტილებას სირიის დამომბვაზე აკრიტიკებენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 14, 2018 12:08

ამერიკელი სენატორები ტრამპის გადაწყვეტილებას სირიის დამომბვაზე აკრიტიკებენ

ამერიკელმა სენატორმა, დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა ტრამპის გადაწყვეტილებაზე სირიის დამომბვის შესახებ, კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პრეზიდენტი მეტად ფრთხილი უნდა იყოს, რომ სამხედრო კონფლიქტში არ აღმოჩნდეს ქვეყანა – “პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფრთხილად უნდა იყოს, რომ დიდ და მეტად ჩართულ ომში არ აღმოვჩნდეთ” – დაწერა შუმერმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგში და დაამატა, რომ მისთვის მისაღებია “წერტილოვანი და შეზღუდული” დარტყმები ასადის დასჯის და შეჩერების მიზნით.
მისი კოლეგა ტომ უდალი უფრო კატეგორიული იყო შეფასებებში, მან თქვა, რომ სირიის სამოქალაო ომში აშშ-ს ჩართვა, შესაძლებელია, მასშტაბური ომით დასრულდეს. “ეს სატელევიზიო რეალითი-შოუები არ არის. აშშ თავს უფლებას ვერ მისცემს სირიის ომში ღრმად ჩაერთოს. თუკი ისინი ამას იზამენ, დიდ ქვეყნებთან კონფლიქტით რისკავენ” – განაცხადა პოლიტიკოსმა.

თავის მხრივ, სენატორმა ბერნი სანდერსმა, ტრამპის მიერ დაბომბვის ბრძანების გაცემამდე თქვა, რომ აშშ-ს მიერ სირიის დაბომბვა არის “უკანონო და არასანქცირებული”. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების უფლება მხოლოდ კონგრესს აქვს. “ჩვენ ავღანეთში 17 წელია ვიბრძვით, ერაყში – 15. შედეგია რეგიონში არსებული არასტაბილურობა, უზარმაზარი ადამიანური და ფინანსური დანაკარგი. თუკი პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ სირიაში ომი რეგიონში სტაბილურობას მოიტანს ან ამერიკის ინტერესებს დაიცავს ამით, მან ეს იდეა კონგრესში უნდა განიხილოს” – დაწერა მან Instagram-ში.
სენატორმა ტიმ კეინმა თავის მხრივ თქვა: “პრეზიდენტებს უნდა ავუკრძალოთ ომების გაჩაღება. დღეს სირიაა. და რა შეაჩერებს მას იმისგან, რომ ხვალ ირანი და ჩრდილოეტ კორეა არ დაბომბოს?”

კოალიციამ აშშ-ს ხელმძღვანელობით დამასკოზე, პროვინცია ჰომსზე დარტყმები მიიტანა. . საქართველოს დროით 05.00 საათზე აშშ-ს პრეზიდენტმა სირიის დაბომბვის ბრძანება გასცა დუმაში მშვიდობიანი მოსახელობის წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.
“თანამოქალაქეებო, ამერიკელებო, ცოტა ხნის წინ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს ვუბრძანე მიზნებზე მაღალი სიზუსტის დარტყმების განხორციელების შესახებ, რომელიც სირიელი დიქტატორის ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გადავწყვიტე” – დონალდ ტრამპმა განაცხადა. “2013 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის ქიმიური იარაღის განადგურების გარანტიას აძლევს მსოფლიოს. ასადის შეტევა და დღევანდელი პასუხი – ეს რუსეთის მიერ დადებული პირობის ჩავარდნის პირდაპირი შედეგია ” – დაამატა ტრამპმა.

კოალიციაში შედიოდნენ ბრიტანეთი და საფრანგეთი. მათი მთავარი მიზანი დამასკოში მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო, რომელიც ქიმიური იარაღის წარმოებას აგრძელებდა. ასევე, მიზანი იყო ჰომსში მდებარე ქიმიური იარაღის ბაზა. მედიის ინფორმაციით, დაიბომბა, ასევე მეზზას აეროპორტი დამასკოში და ად-დუმეირის აეროპორტი აღმოსავლეთ გუტაში.

სულ, სირიის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, 100 რაკეტამდე გაუშვეს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 14, 2018 12:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,595
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics