ამერიკელი ფსიქოლოგები: სოციალური ქსელები მარტოობის გრძნობას აძლიერებენ

სოციალური ქსელები, მათ შორის “ტვიტერი”, “ფეისბუქი”, Pinterest-ი, მარტოობის გრძნობას აძლიერებენ – ნათქვამია ამერიკელი ფსიქოლოგების მოხსენებაში. სპეციალისტების აზრით,თუკი ადამიანი სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ორ საათზე მეტ ხანს ატარებს, მისი სოციალური იზოლაციის რისკი ორმაგდება. კვლევების მიხედვით, სოციალურ ქსელებში ადამიანების იდეალიზებურმა სახემ, შესაძლებელია, ასევე შური გამოიწვიოს. ამდაგვარ საიტებად, სპეციალისტები მიიჩნევენ “ინსტაგრამს” და ისეთ პლატფორმებს, როგორიც არის Snapchat და Tumblr-ი.
“ჯერჯერობით არ ვიცით, რა ხდება ადრე – სოციალური ქსელების გამოყენება თუ სოციალური იზოლაციის გრძნობა” – ამბობენ კვლევის ავტორები მოხსენებაში. “შესაძლებელია, ახალგაზრდები, რომლებიც მარტოობას გრძნობენ, სოციალურ ქსელებს მიმართავენ, ან სოციალური ქსელის გამოყენება იწვევს რეალური სამყაროდან იზოლაციას” – ამბობს პროფესორი ელიზაბეტ მილლერი, რომელიც კვლევის ერთ-ერთი ავტორია.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ შეფერხებით გვადგება ზიანი“ – ქიბარ ხალვაშის ადვოკატი
შემდეგი სტატიაპენტაგონი ქალი-ჯარისკაცების შიშველ ფოტოებს გამოიძიებს