ამერიკელი კანონმდებლები Sputnik–ის მაუწყებლობით დაინტერესდნენ

აშშ–ს სამმა კანონმდებელმა დემოკრატიული პარტიიდან, ტელესაკომუნიკაციო რეგულატორისგან მოითხოვა შემოწმებულ იქნას რადიო Sputnik–ის ამერიკაში ტრანსლირების სამართლებრივი ასპექტები. კანონმდებლებს აინტერესებთ, ხომ არ არღვევს რუსეთის ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებული ეს რადიო ამერიკულ კანონმდებლობას. ამერიკელი კანონმდებლების თქმით, Sputnik–ის გადაცემები მიმართულია იმისთვის, რომ ამერიკულ პოლიტიკაზე და არჩევნებზე გავლენა იქონიონ.
Sputnik–მა აშშ–ში მაუწყებლობა დაიწყო ივნისის ბოლოს, როდესაც კონგრესში დაიწყო გამოძიება რუსეთის შესაძლო კვალზე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩვენებში. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო REUTERS

banner
წინა სტატიაშითეთრუაშვილის სკანდალური სატელეფონო საუბარი – 40 მილიონიანი ნივთი პატრიარქისთვის
შემდეგი სტატიარეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა