ამერიკელი ჩინოვნიკი რუსეთის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების სანაცვლოდ იმუნიტეტს ითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საქმეებში ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი, რომელიც რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ სკანდალის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს, მზად არის ფიცის ქვეშ თქვას ყველაფერი, რაც მან იცის მოსკოვის მიერ აშშ-ს არჩევნებზე ზეგავლენის შეასხებ. სანაცვლოდ, ფლინი სისხლის სამართლის დევნისგან განთავისუფლებას ითხოვს – “ბიბისი” წერს.

გუშინ აშშ-ს დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მარკ უორნერმა რუსეთის მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ, რომლის შედეგადაც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. სენატორმა ამის შესახებ გუშინვე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ მოსმენებზე განაცხადა.

30 მარტს დილით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რესპუბლიკელი და დემოკრატიული პარტიის ცნობილმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ერთად გამოიძიებენ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის როლს. სენატის დაზვერვის კომიტეტში გამოძიების შესახებ პირველი მოსმენები დაიწყო.
კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჩარდ ბერმა განაცხადა, რომ კომისია პროცესის დროს პოლიტიზირების თავიდან აცილებას შეეცდება. გუშინ 20 ადამიანმა მისცა კომისიას ჩვენებას, სავარაუდოდ, მათ შორის იყო დონალდ ტრამპის სიძეც ჯარედ კუშნერი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობა უარყოფს მათ მიერ აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონში რაიმე სახის ჩარევას.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი: „მიშას რას ერჩოდით ან ადეიშვილს?“
შემდეგი სტატიაბელორუსმა რუსეთის გაზის ვალის აღიარებაზე უარი თქვა