ამერიკელები მოსულის შტურმის გეგმაზე საუბრობენ

ერაყის ქალაქ მოსულზე თავდასხმა, რომელსაც “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები აკონტროლებენ, ოქტომბერში იგეგმება – The Wall Street Journal-ს კოალიციის გენერალმა და მთავარსარდალმა, სტივენ ტაუნსენმა განუცხადა.
“ჩვენ ხანგრძლივი და რთული ბრძოლებისთვის ვემზადებით. ბლოკადას ვგულისხმობ” – თქვა გენერალმა და აღნიშნა, რომ ოპერაცია ძალიან საშიში იქნება.
აშშ-მ ერაყში 400 ჯარისკაცი გააგზავნა, რომლებიც ადგილობრივ ძალოვანებს ეხმარებიან. სულ ერაყში 5 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა.
გენერლის ვარაუდი, ერაყის მოსულში ახლა დაახლოებით 3-დან 4,5 ათას ჯარისკაცამდეა, მათი მესამედი იარაღის დაგდებას არ მოისურვებს. მისი თქმით, ტერორისტების უმეტესობას ორი დროშა აქვს – “ისალმური სახელწმიფოსი” და ერაყის. “ისინი მზად არიან ასწიონ ის დროშა, რომელიც მათ სიცოცხლის გადასარჩენად დაეხმარება”.
მოსული ერაყში სიდიდით მეორე ქალაქია. მას ისლამისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : დარწმუნებული ვარ, რომ ილია ელოშვილი და ლევან დავითაშვილი წარმატებით გაართმევენ თავს ამოცანებს