ამერიკელები იღებენ პასუხისმგებლობას ექსკლუზიურად, დაგვეხმარონ ჩვენი შიდა პრობლემების, საჭიროებების გადაწყვეტაში

keriaამერიკელები იღებენ პასუხისმგებლობას ექსკლუზიურად, დაგვეხმარონ ჩვენი შიდა პრობლემების, საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვასა და შეიარაღებაში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საქართელო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფრომებული მემორანდუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის.

„ეს არის ახალი ტიპის შეთანხმება საქართველოსა და აშშ-ს შორის. საქართველომ დღეს პირველად, 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ხელი მოაწერა შეთანხმებას, ტერიტორიული თავდაცვის სფეროში ამერიკული მხარის დახმარების შესახებ. დღემდე ეს დახმარება იყო საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებული, ნატო-ში გაწევრიანების გეგმებთან მიბმული. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დაწესებული ჰქონდა ემბარგო იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით დამხმარება იქნება პირველი რიგის ამოცანა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, მემორანდუმი მოიცავს ტექნიკურ მომზადებას, რაც აქამდე არ ყოფილა.

„კიდევ ერთი საკითხია ტერიტორიული თავდაცვის საკითხი. ჩვენი შემდეგი შეხვედრა ჩანიშნულია 18-20 ივლისს აშშ-ში, სადაც უკვე გაიწერება კონკრეტული გეგმა, რითაც დავიწყებთ გეგმის განხორციელებას. ჩვენ მივიღეთ ახალი ინსტრუმენტი ტერიტორიული დაცვის კუთხით დახმარებისთვის. არასოდეს ჩვენ ასეთი რამ არ გვქონია. ამერიკელები იღებენ პასუხისმგებლობას ექსკლუზიურად, დაგვეხმარონ, ჩვენი შიდა პრობლემების საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვაში და შეიარაღებაში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში(video) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გამოქვენდა