ამერიკელები ჩაერთვებიან რუსული ავიალაინერის კატასტროფის გამოძებაში

sinai-tvitmfrinaviCNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ამერიკელი ექსპერტები შეუერთდებიან რუსული ავიალაინერის კატასტროფის გამოძიებას ეგვიპტეში. სპეციალისტები მზად არიან გასამგზავრებლად და „ელოდებიან ნიშანს გასამგზავრებლად“.
არიან თუ არა ჩართული ჯგუფში აშშ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები (FBI), ამაზე არხი არაფერს ამბობს.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა CNN-ს ინტერვიუში განუცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ამერიკელების მონაწილეობა გამოძიებაში კატასატროფის მიზეზების დასადგენად.
„ ამერიკელებმა შემოგვთავაზეს, რათა მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში, რაც ჩვენ დაუყოვნებლივ მოვიწონეთ“. ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ ეგვიპტე არ იქნება წინააღმდეგი, გამოძიებაში ფედერალური ბიუროს თანამშრომლების მონაწილეობის.
თავისი პოზიცია მინისტრმა დაასაბუთა იმით, რომ Airbus-ის ძრავის დაყენებაში ამერიკელებიც მონაწილეობს.
ადრე, აშშ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შესთავაზა თავისი დახმარება რუსეთს და ეგვიპტეს, რის შესახებაც ჟურნალისტებს განუცხადა ბიუროს წარმომადგენელმა ჯოშ კემპბელმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ნორვეგია დასაჯა
შემდეგი სტატიაევროპის ქვეყნები ამცირებენ თავიანთ დახმარებას განვითარებადი ქვეყნებისადმი