“ამერიკასთას სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ დგას”

აშშ-ს ელჩი

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესს.

“რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში იან კელიმ აღნიშნა, რომ ამერიკასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითი ამ ეტაპზე არ დგას, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ აშშ-ის 10-წლიანი ვიზა მიიღონ.

“ჩვენ მივესალმებით ვიზალიბერალიზაციის პროცესს ევროკავშირსა და საქართველოს შორის და აშშ ბევრს აკეთებს საიმისოდ, რომ ის წარმატებული იყოს, საამისოდ ვმუშაობთ როგორც ბრიუსელში, ისე ევროპის სხვა დედაქალაქებში. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს და ამერიკის პოზიციას – დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, რომ აშშ-ის 10-წლიანი ვიზა მიიღონ, სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი კი ამ ეტაპზე არ დგას”, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

banner
წინა სტატიაში“არ ვთვლით, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლით არის დაკავებული”
შემდეგი სტატია“საქართველოს დღეს პროდასავლური მთავრობა ჰყავს“