ამერიკა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ქმედებებისთვის მზადაა

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ნიკი ჰეილის განცხადებით, ამერიკა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ქმედებებისთვის მზადაა, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ ეს არ გახდება საჭირო. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

„მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ იქნება“, – განაცხადა ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ ავიადარტყმას მიეძღვნა.

ჰეილიმ ამ ნაბიჯს გამართლებული უწოდა, რომელიც ქიმიურ თავდასხმას მოჰყვა. მისივე თქმით, აშშ ვერ გადგება განზე, როცა იყენებენ ქიმიურ იარაღს.

7 აპრილის ღამეს აშშ-მ იერიში მიიტანა სირიის საჰაერო სამხედრო ძალების აეროდრომ შაირათზე, მას შემდეგ, რაც პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია„დაგვაპატიმრებენ თან? ყველას ერთად გვიბარებენ თუ ცალ-ცალკე?“ – ინგა გრიგოლია