ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია, რუსეთი კი რამდენი წელია ღიად გვეომება – მეუფე იაკობი

ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია. თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო კი, რუსეთი რამდენი წელია ღიად გვეომება – ეს განცხადება, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გააკეთა, რომელიც სხვა სასულიერო პირებთან ერთად აშშ-ში იმყოფება. მეუფე იაკობის განცხადებით, აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედა.

„ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. თან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ჩვენმა სტრატეგიულმა და ჯერჯერობით ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლისთვისაც ჩვენ ჩვენი თავისუფლების გამო, თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება. ამიტომ, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნახეს, რომ ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატიავფიქრობ, ნინო ლომჯარია უფრო ობიექტური იქნება და არ ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში და სასამართლოს საქმიანობაში