ამაზე კრიტიკული მე ვერ წამომიდგენია როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი.საუბარი არის მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით უკუსვლაზე, უაღრესად კრიტიკული თავი ეძღვნება სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ სიტუაციას, სასამართლოს პოლიტიზებას და პოლიტიკურ გავლენას მოსამართლეებზე. ამაზე კრიტიკული მე ვერ წამომიდგენია როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება. ასევე მაგალითად, ცალკეა საუბარი პოლიტიკური ძალადობის ფაქტების არგამოუძიებლობაზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ძალადობა კორცხელში, ჯერაც დაუსჯელები არიან. სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა „ფრიდომ ჰაუსის“ კრიტიკულ დასკვნას ყველა თემასთან დაკავშირებით იმეორებს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც დემოკრატიის, ადამიანისა და მშრომელთა უფლებების შემსწავლელმა ბიურომ მოამზადა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.

banner
წინა სტატიაშიხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია – დავით დონდუა სახდეპის შეფასებაზე
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს