„ამაში დამნაშავეა პირდაპირ საქართველოს ხელისუფლება”-გოცირიძე გვარამიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს

gociridze

“რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ეხმაურებიან. ისინი მომხდარს საგანგაშო ფაქტად აფასებენ და ქვეყანაში არსებულ დაუსჯელობის სინდრომს უკავშირებენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების ფიზიკური შეურაცხყოფა არა ერთხელ მოხდა, თუმცა არცერთი დამნაშავე შესაბამისად არ დასჯილა.

„ამაში დამნაშავეა პირდაპირ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც არა ერთხელ წაუყრუა მსგავს ხულიგნურ და ამაზრზენ საქციელს. არ აქცევდა ყურადღებას დეპუტატების ცემას, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ფიზიკურ დევნას. ასეთი კრიმინალური ფონის შემქნა სწორედ იმ პოლიტიკური ატმოსფეროს შედეგია, რაც დღეს სუფევს საქართველოში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას თხოვნით, დღეს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე აღარ იმსჯელებენ
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმცირესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა