“ამას სამართალთან არაფერი აქვს საერთო “- შალვა შავგულიძე რუსთავი 2-ის საქმეზე

“ამას სამართალთან არაფერი აქვს საერთო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით” – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასე თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე ეხმაურება.

შავგულიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ, სასამართლოს მეშვეობით ხელყო მედიის და სიტყვის თავისუფლება.

„ქართული ოცნების ხელისუფლებამ ხელყო სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა. ასეთ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო სასამართლოს ხელით ხელყოფს ამ ღირებულებებს, უკვე დემოკრატიულობაზე ამბიციის მქონე საზოგადოების ვალია, დაიცვას დემოკრატიისთვის ესოდენ ფუნდამენტური და უძვირფასესი ღირებულება, სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა.

“რა თქმა უდა, სხვა გადაწყვეტილებას არ ველოდით, ფურცელზე ყველაფრის დაწერა შეიძლება, მაგრამ სამართლებრივი დასაბუთება ამას ვერ ექნება. ისეთი პროცედურული დარღვევებით იქნა ეს სასამართლო განხილვები ჩატარებული, რომ რა თქმა უნდა, ამას სამართალთან არაფერი აქვს საერთო,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშითამთა მურადაშილი: დღეს ფაქტობრივად გარდაიცვალა მართლმსაჯულება
შემდეგი სტატია“რუსთავი 2” სააპელაქციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს