ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება – თბილისის მერის მოადგილე მეტროს მემანქანეთა პასუხისმგებლობაზე საუბრობს

დედაქალაქის მერის მოადგილე მეტროს მემანქანეების მიმართ სამართლებრივი და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობს. ირაკლი ხმალაძის თქმით, მემანქანეებმა გაფიცვით დაარღვიეს, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე კომპანიის შიდა განაწესი.

„ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი იყო ეს უკანონო აქტი მათი მხრიდან, რომელსაც დღეს მიმართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ჰქონდათ ამ უფლების რეალიზება დროებით შეზღუდული დავის განმავლობაში, ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანებმა მაინც გადადგეს ქალაქის, დედაქალაქისა და მოსახლეობის წინააღმდეგ ეს ნაბიჯი.

ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი. მათი მხრიდან დარღვეულია, დაწყებული კომპანიის შიდა განაწესით, სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე, რა თქმა უნდა, კანონი. რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა პასუხისმგებლობები“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მეტროპოლიტენში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა დღეს დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა. მისი თქმით, ის არ დაუშვებს მეტროს მემანქანეებმა მოსახლეობის შანტაჟის გზას მიმართონ.

მეტროპოლიტენი დღეს დილიდან გათიშულია. მიზეზი მეტროს მემანქანეების გაფიცვაა, ისინი ხელფასის გაზრდას 45% ითხოვენ. მეტროს პარალიზების გამო, დედაქალაქის მერიამ უფასო ავტობუსები დანიშნა.

banner
წინა სტატიაში“ჩემ შვილს დანა არ ჰქონია” -დეკანოზი შიო მენაბდე
შემდეგი სტატიაარ დავუშვებ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟის გამო – კალაძე მეტროს მემანქანეებს პასუხობს