ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დაძაბულობაა

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დაძაბულობაა. პარლამენტის შენობის წინ ნეონაცისტური ჯგუფის წევრები მივიდნენ. პოლიციამ კორდონი გააკეთა და მათ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.კონტრაქციის რამდენიმე მონაწილემ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციისკენ გაქცევა მოახერხა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რუსთაველის გამზირი “თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტებისგან უნდა გაწმინდონ, რომლებმაც, მათი შეფასებით, 9 აპრილის მემორიალი შეურაცხყვეს.

რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სადაც კლუბებში „გალერი“ და „ბასიანი“, ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: ახლავე შემიძლია, ყველასთვის გახმაურებული კადრები დავდო
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ხელი არ ახლოთ მომიტინგეებს!!!