“ამ საგნის სწავლება არათუ აუცილებელია, არამედ გუშინ უნდა დაგვეწყო“ – გია ვოლსკი “მე და საზოგადოებაზე”

პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომაზე საჯარო სკოლებში ახალი საგნის მე და საზოგადოების დანერგვის შესახებ მსჯელობენ.

არასამთავრობოებისგან რადიკალურად განსხავებული პოზიცია აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.

„ვერ აღმოვაჩინე ვერსად, რომ ბავშვებს უნდა მიაწოდონ ისე, რომ ხუთკუნჭულა და ნაცარქექია კაციც შეიძლება იყოს და ქალიც, რომ მეფის ასული ცხრა მთას იქიდან ელოდება მეფის ასულს, რომელიც მოვიდა და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ,“ – განმარტავს ნუკრი ქანთარია.

როგორც უმრავლესობა ისე უმცირესობა თანხმდება, რომ იმ საკითხების შესწავლა, რომელსაც ახალი საგანი მე და საზოგადოება მოიცავს, სკოლებში აუცილებელია.

„მგონია, რომ ამ საგნის სწავლება არათუ აუცილებელია, არამედ გუშინ უნდა დაგვეწყო,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომიტეტის სხდომაზე განათლების უწყებამ ინიციატივის გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა. განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, უკვე გადამუშავებულ ვარიანტში მნიშვნელოვნად არის გათვალისწინებული რისკები და ამ ვარიანტის მომზადებაში ყველა დარგის სპეციალისტი აქტიურად იყო ჩართული.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) იქნება თუ არა სანდრა რულოვსი საპრლამენტო სიის ლიდერი-სერგო რატიანის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: კობა გვენეტაძეს კანდიდატურას ჩვენ მხარს ვუჭერთ