„ამ პარტიების საერთო არის, ახლოს იყვნენ მზესთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან“ – გიგლა ბარამიძე კოალიციაზე

„თუ ხარ მინისტრი, უნდა იყო მინისტრი და არ უნდა იჯდე შენი ნათესავის, ახლობლის თუ თანაპარტიელის საარჩევნო ყუთთან,“ – რესპუბლიკელებისა და ქართული ოცნების განახლებულ ფორმატში თანმაშრომლობას გამოეხმაურნენ ნინო ბურჯანაძის პარტიაში.

დემოკრატიულ მოძრაობაში განმარტავენ, რომ კოალიციის წევრები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. გიგლა ბარამიძის შეფასებით, კოალიციაში მიმდინარე პროცესების მიზანი, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის მოპოვებაა პარლამენტში მოსახვედრად.

„ამ პოლიტიკურ სპექტრში არსებული პარტიების საერთო არის ის, რომ როგორმე ახლოს იყვნენ მზესთან, ანუ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან,“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში“მთავრობაშიც, გამოკვეთილად, ნომერ მეორე პარტია არის რესპუბლიკური პარტია” – დავით ბერძენიშვილი
შემდეგი სტატია“კალაძის განცხადებები იყო დემაგოგია და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა,”- ნუგზარ წიკლაური