საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე გიორგი არეშიძის გადაწყვეტილებას თანამდებობიდან წასვლის თაობაზე “სწორად” მიიჩნევს.
“არ ვიცი. პირველად მესმის. დღეს დატოვა თანმდებობა?… სამსახურეობრივად, ვფიქრობ, რომ მისი მუშაობა წარმატებული იყო. პროექტები, რომლებიც მან განახორციელა ახალგაზრდებთან ერთად, მისასალმებელია, თუმცა რადგან მიზანმიმართულად იყო გარკვეული აჟიოტაჟი ატეხილი კონკრეტული დაჯგუფებების მხრიდან, ვფიქრობ, ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა. ის ძალიან ენერგიული ადამიანია და მიზნებს, რომლებიც ჰქონდა, აუცილებლად მიაღწევს”, – განაცხადა კალაძემ.
მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყკვე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი არეშიძე კახა კალაძის ცოლის ძმაა.