ამ ერთ კაცს ებრძვის მთელი სისტემა, ებრძვის ყველაფრით – ჭორებით, ცილისწამებით, მუქარით, დაშინებით, ხალხის მოგზავნით

დარდით და ღირსებით სავსე კაცი.
იქ, სახლშიც, პანაშვიდებზე.
გარეთაც მთელი 6 თვე.
არც ერთი სიტყვა ზედმეტი.
არც ერთი ცრემლი ყალბი.
ყველაფერი ნაღდი.
ვუყურებ გაოგნებული და ვერ ვიგებ, საიდან და როგორ თავსდება ამ ერთ უბრალო ადამიანში დარდთან ერთად ამდენი სიღრმე , ამდენი კეთილშობილება, ამდენი სულგრძელობა.
ვუყურებ და ვგრძნობ, უზარმაზარი სიბრალული როგორ შეცვალა უდიდესმა პატივისცემამ და რიდმა მის მიმართ.

ამ ერთ კაცს ებრძვის მთელი სისტემა, ებრძვის ყველაფრით – ჭორებით, ცილისწამებით, მუქარით, დაშინებით, ხალხის მოგზავნით. ყველაფრით, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია.
ცდილობს გატეხოს, მოატყუოს, წონასწორობა დააკარგვინოს, მაგრამ ვერა! ვერ გატეხეს! ვერ შეაშინეს! ვერ ათქმევინეს ერთი სიტყვაც კი ზედმეტი, მაშინაც კი, როცა მას მისი დაღუპული შვილის დაღუპული ძმაკაცის მამამ ენდე მთავრობასო თხოვა! სახეზე ეწერა ყველაფერი – წყენა, იმედგაცრუება და სიბრალული, მაგრამ ხმა არ დაუძრავს, მხოლოდ ხელი მოუთათუნა მხარზე! იმიტომ რომ კაცია! იმიტომ რომ სიბინძურეზე სიბინძურით პასუხი არ შეუძლია და რა უბადრუკია ყველა, ვინც ასეთ კაცს ვინმეს გავლენის ქვეშ მოქცევას დააბრალებს. ერთხელ ახსნა კაცურად ვინც ჰყავს გვერდით და არავის ყურადღებას აღარ აქცევს. ყველას ეძახის, პოლიტიკოსს, არაპოლიტიკოსს, დიდს, პატარას, და ყველა, ვისაც სისხლი არ გაჰყინვია, მის გვერდით დგას!
კაცი, რომელმაც დამანახა, რამდენი ჭკუით დატენილი ახალგაზრდა გვყოლია, რამდენი მომავალი გმირი!
ეს დღეები ამ კაცს და ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც გვერდით დაუდგა!
მე არ ვიცი რა იქნება ხვალ! რითი დასრულდება ეს ყველაფერი…
მაგრამ მე ვიცი რომ ამ კაცს ვერ გატეხენ! კაცს, რომელმაც სამართლისათვის ბრძოლაში თავისი უსწორესი, უნაღდესი და უსუფთავესი ბრაზით მოკლული შვილი გააცოცხლა!

ჩემი უღრმესი პატივისცემა და თანადგომა კაცს, რომლის დამოკიდებულება დღევანდელ სიტუაციაში მოვლენებისადმი ჩემი საზომია და რომელსაც თვალებში ვუყურებ როგორც ჩემი შვილების მხსნელს!-წერს ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიილია მეორე დღეს ზაზა სარალიძეს შეხვდება
შემდეგი სტატიაშავგულიძე თუ დათანხმდება, ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტია შედის კოალიციაში სახელისუფლებო პარტიასთან – რომან გოცირიძე