ალჟირში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 257 ადამიანი დაიღუპა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 15:28

ალჟირში  თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 257 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, ალჟირში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 257 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ალჟირის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ილ-76 ალჟირის დედაქალაქიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარე ბუფარიკის ბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე მოხდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მგზავრთა უმრავლესობა სამხედრო იყო.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 15:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,595
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics