ალმა-ატაში შეიარაღებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქ ალმათიში სროლის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თვაისუფლების” ადგილობრივი ბიურო თვითმხილველებზე დაყრდნობოით ავრცელებს. გარდაცვლილთა შორის ორი სამართალდამცველია. ასევე დაშავებულია ერთი ადმაიანი.

ალმათიში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. პოლიციამ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ განაცხადა და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა ალმათის პოლიციის განყოფილებასთან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგადაც გაქცევა სცადა. ალმათის რამდენიმე რაიონი პოლიციას აქვს ბლოკირებული ისმის სროლის ხმა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელია.

5 ივნისს ყაზახეთის ქალაქ აქტობეში შეიარაღებული პირების ჯგუფმა იარაღის მაღაზიებსა და სამხედრო ნაწილს თავს დაესხა და ოთხი მშვიდობიანი მცხოვრები და სამი სამხედრო მოკლა. სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა 18 სავარაუდო დამნაშავე მოკლეს, ცხრა ეჭვმიტანილი კი დააკავეს. პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა აქტობეში მომხდარს ტერაქტი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკის ელჩი საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტს აფასებს
შემდეგი სტატიაეკონომიკის სამინისტროში შშმ პირებისთვის ბორჯომში დღის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართება