ალკოჰოლური სასმელის უკანონო წარმოება რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, ორი პირი – ალექსანდრე მორბედაძე და დავით გიორგობიანი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მდებარე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში დაამზადეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი და შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე, ალკოჰოლზე ტურისტული სეზონით გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნის გამო, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, 5 000 ლარად განახორციელეს მისი რეალიზაცია სავაჭრო და საკვებ ობიექტებში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 – ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საგამოძიებო სამსახური განახორციელებს მკაცრ კონტროლს მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ.

banner
წინა სტატიაშიაფრიკელი პროკურორი : ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დროის საკითხია