ალინა კაბაევა გათხოვდა? – სოციალური ქსელის მომხმარებლები უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე ამ თემას აქტიურად განიხილავენ. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა რაც სოცქსელებში კაბაევას ფოტო გამოჩნდა, სადაც მას საქორწინო ბეჭედი უკეთია.
ფოტო მხატვრული ტანვარჯიშის შეჯიბრებაზეა გადაღებული, სადაც კაბაევა ჟიურის სტატუსით იმყოფებოდა.
რუსულმა მედიამ ალინა კაბაევას ასისტენტს, ოლგა კისილევს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სთხოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა კომენტარზე უარი განაცხადა.