ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში, გარკვეული ქუჩები გადაიკეტება

ვარდების მოედნიდან საშობაო ალილო დაიწყო

7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, დედაქალაქში გარკვეული ქუჩები გადაიკეტება.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თბილისის ცენტრალური გამზირი 14:00 საათიდან, ვარდების მოედანი კი 12:00 საათიდან გადაიკეტება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 2018 წლის 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: ვარდების მოედანი – დღის 12:00 საათიდან, ხოლო რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები – 14:00 საათიდან. აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს
შემდეგი სტატია(Video)„ალილო“ თამრიკო ჭოხონელიძის, მისი ქალიშვილისა და შვილიშვილის შესრულებით