ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას თინა ხიდაშელი “მაღალი ცინიზმით ჩადენილ დანაშაულს” უწოდებს

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის, საქმის დროული გამოძიების იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები მაღალპროფესიულად გამოიძიებენ საქმეს და საზოგადოებაში კითხვის ნიშნები აღარ დარჩება.

ამის შესახებ ხიდაშელმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და მომხდარს „მაღალი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული” უწოდა.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს საქმე გახსნილი. სიჩქარეში რამე ისეთი არ უნდა დაგვემართოს, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვები დარჩეს. გამოძიება ისე უნდა დასრულდეს, ისეთი მაღალი კვალიფიკაციით, რომ არავის კითხვები არ დარჩეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ კანონი და მოსამართლე ძალიან მკაცრი იქნება დამნაშავის მიმართ იმიტომ, რომ ასეთი ცინიზმით ჩადენილი დანაშაულებები განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა ისჯებოდეს, რომ ვინმეს რამე ავი აზრები არ გაუჩნდეს,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – ალასანიას ნერვებმა უმტყუნა
შემდეგი სტატიაზუგდიდელები უაქციზო და ვადაგასულ პროდუქტს ე.წ “გუბერნიის” წინ ყიდულობენ