ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა

opiuალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, – ამის შესახებ ჟურალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, აქედან ერთი ტყვია, რომელიც თირკმელთან ახლოს არის გაჩერებული, ექიმების გადაწყვეტილებით, არ ამოიღეს და დატოვეს.

იმედაძის განმარტებით, დააკვირდებიან დინამიკა 24 საათში და იქნება გადაწყვეტილება აღნიშნილ ტყვიასთან დაკავშირებით მიღებული.

,,შესაძლოა მისი ამოღება საჭირო არ გახდეს და დარჩეს თირკმელში, რომელიც მას საფრთხეს არ შეუქმნის.ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ამ წუთას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა იმედაძემ. მისი თქმით, პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიინტერნეტმაღაზია ebay-ს საიტზე ზვიად გამსახურდიას ავტოგრაფი იყიდება
შემდეგი სტატიაფიფამ ორგანიზაციაში რეფორმების ჩატარებას კენჭი უყარა