ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

“ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს” – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ვიქტორ დოლიძემ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს, თუმცა ამაზე დეტალური ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. ამას გარდა, თავისუფალი დემოკრატების წევრების განცხადებით, მათ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

„როგორც მინისტრმა განაცხადა, კვალიფიკაციის შეცვლაში განსაკუთრებული არაფერია და ეს გამოძიების პროცესში გახდება ცნობილი. მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი კეთდება და მაქსიმალური ძალისხმევაა მიმართული, რომ გამოძიება რაც შეიძლება მალე დასრულდეს და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ“ – განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება სავარაუდო ეჭვმიტანილს, „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთი წარმომადგენლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეს გამოძიების პროცესში გაირკვევა. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე კი დეტალებზე არ საუბრობენ.

„მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს, რათა გამოძიება სწრაფად იქნას წარმართული. ასევე, გამოძიებაში მონაწილეობენ სხვა სამართალდამცავი სტრუქტურებიც.“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს შეხვდა
შემდეგი სტატიაკრემლი: მოსკოველი გოგონას მოკვლაში ნაციონალური მოტივი არ იკვეთება