ალექსი პეტრიაშვილი: წინა წლებთან შედარებით, წინასაარჩევნო გარემო განსხვავებულია

წინა წლებთან შედარებით, დღეს წინასაარჩევნო გარემო განსხვავებულია, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ დაძაბულობა არ არის ისეთი მაღალი, როგორიც იყო გასულ წლებში.

„იყო ცალკეული შემთხვევები, რომელზეც არ მოახდინა ხელისუფლებამ რეაგირება. ცალკეული შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვები გამო, შეიძლება ითქვას, რომ გაჩნდა განცდა, რომ სექტემბერი ტრადიციულად ცხელი შეიძლება იყოს”,-აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

ამასთან, პეტრიაშვილის თქმით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გააკეთეს რამდენიმე განცხადება საოლქო საუბნო კომისიების დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით.

“ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ კომისიები ყველგან დაკომპლექტდეს ახლობლებით, ნათესავებით, მეგობრებით, მხარდამჭერებით. ეს თუ მხოლოდ იმისთვის არის, რომ საკუთარი რესურსი დაზოგონ, ერთი საქმეა, მაგრამ ყველა მცდელობას ხელისუფლების მხრიდან, 8 ოქტომბერს არჩევნები გააყალბოს, ძალიან მწვავე რეაგირება და პასუხი ექნება“, – განაცახდა პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პარტიზანი მებაღეები” მერის გადადგომას არ მოითხოვენ
შემდეგი სტატიატელეკომპანია “იბერიის” საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება