ალექსი პეტრიაშვილი : სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატებზე

თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე იმ ზეწოლის შესახებ ისაუბრებენ, რომელიც წინასაარჩევნოდ მაჟორიტარებზე ხდება.

პეტრიაშვილის განცხადებით, სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატებზე.

„ვისაუბრებთ აუცილებლად იოჰანეს ჰანთან, რომ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი კონრეტულად, პირადად ცდილობს, რომ ზეგავლენა და ზეწოლა მოახდინოს ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატებზე. რამდენიმე რაიონზე არის საუბარი, ის ცდილობს დააშანტაჟოს ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი“,-განაცხდა პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
შემდეგი სტატიათურქეთი: ასადის გადადგომის გარეშე სირიაში სიტუაციის მოგვარება შეუძლებელია